ჩემი კვლევის მიზანი იყო გამეცნო როკ მუსიკის ნახსენები ჟანრი, დამწყები მსმენელისთვის, მელომანისთვის...მე შევეცადე მკითხველისთის მიმეწოდებინა მინიმალური, მაგრამ ძირეული და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მასში გამოიწვევდა დაინტერესებას და სურვილს, არამარტო ცოდნოდა ამ ჟანრის არსებობის შესახებ, არამედ მისი მსმენელიც გამხდარიყო...
მიმაჩნია რომ ჩემს მიერ დაწერილმა და შეგროვილმა მასალამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, დამწყები მელომანის მუსიკალურ ცნობიერებაში.
ბლოგი მომზადებულია ვებ საიტის- www.progarchives.com მასალებზე დაყრდნობით.
პროგრესული როკი
Thursday, January 17, 2013
Thursday, December 27, 2012
პროგრესივ როკის მახასიათებლები (არამუსიკალური)-ნაწილი III
გაფორმება.
ალბომის ყდას და შეფუთვას, პროგ როკში, ხშირად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამათუიმ ბენდის კონცეფციის წარმოჩენაში...ეს ტენდენცია დაიწყო, ჯგუფ ბითლზის ალბომის, "სერჟანტ პეპერის მარტოსულ გულთა კლუბის ბენდი" გამოსვლის შემდეგ, რომლის ყდაც, ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, როკ მუსიკის და პოპ-არტის ისტორიაში. ალბომების გაფორმებაში გამოირჩეოდა სტუდია "ჰიპნოზისი" (რომელმაც ძირითადად, პინკ ფლოიდთან თანამშრომლობით გაითქვა სახელი) და როჯერ დინი.

Genesis-Nursery cryme
King Crimson-Larks' tongues in aspic
Pink Floyd-A saucerful of secrets
Yes-relayer
Tuesday, December 25, 2012
პროგრესივ როკის მახასიათებლები (არამუსიკალური)-ნაწილი II
პროგ როკისთვის დამახასიათებელია, ისეთივე ლირიკული ამბიციები, როგორიც მუსიკალური ამბიციები გააჩნია...იგი თავს არიდებს ისეთ პოპ/როკ თემებს როგორიცაა სიყვარული, ზიზღი ან თუნდაც ცეკვა...პროგრესივ როკში, ლირიკა ხშირ შემთხვევაში იქმნება, რაიმე ლიტერატურული, სოციალური ან სურეალისტური თემის საფუძველზე...ხშირია სამეცნიერო ფანტასიკის ტიპის ტექსტები...მაგალითად, ჯგუფ ჯენესის ლიდერი და ვოკალისტი, პიტერ გებრიელი ქმნიდა სურეალისტურ, სარკაზმით გაჟღენთილ ტექსტებს, სადაც ვხვდებით რამოდენიმე ხასიათის ტიპს, მაშინ როდესაც ჯგუფ პინკ ფლოიდის, ლიდერი და ბასისტ/ვოკალისტი, როჯერ უოტერსი, ტექსტებში ეხებოდა სოციალურ თემებს., როგორებიცაა ომი, დეპრესია და სიხარბე...
სცენური დადგმების მხრივ ეს ჟანრი პიონერი იყო როკ მუსიკაში...თეატრალური დადგმები დამახასიათებელი იყო ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებიც იყვნენ: პინკ ფლოიდი, ჟენესისი, იესი, ოსანა და სხვა...ხშირად ამ ბენდების გამოსვლები, თეატრალურ სანახაობას ემსგავსებოდა...
როჯერ უოტერსი სცენაზე
პიტერ გებრიელი სცენაზე
არტურ ბრაუნი სცენაზე

Monday, December 24, 2012
პროგრესივ როკის მახასიათებლები (არამუსიკალური)-ნაწილი I
ტექნიკური და სტუდიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, პროგრესივ როკის "მისიის" განუყოფელი ნაწილია...სწორედ ამ ჟანრმა გამოიყენა პირველად და სრულფასოვნად ისეთი ელექტრონული ინსტრუმენტები, როგორებიცაა სინთეზატორები და ჩეპმენ სტიკი...ხოლო ეფექტები იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ რთულია რეალურის და ირიელურის ერთმანეთისგან გარჩევა...პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომი კი დღესაც სანიმუშოდ ითვლება, იდეალური ჟღერადობის მხრივ...
კონცეპტუალური ალბომები, პროგ როკის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მხარეა...კომპოზიციათა ხანგრძლივობამ კი შეიძლება 30 წუთამდეც კი გასტანოს....უამრავი ამ ჟანრში მოღვაწე მუსკიოსი აღნიშნავდა, რომ 70-იანების მუსიკალურ ინდუსტრიას არ შეეძლო დისკის ერთმხარეზე, ასეთი დიდი ხანგრძლივობის თრეკის ჩაწერა, ამიტომაც მათ უხდებოდათ კომპოზიციის შეკვეცა, თუმცა მათ ასეთი ნაწარმოებების სრულფასოვნად შესრულება ყოველთვის შეეძლოთ, კონცერტებზე და ფესტივალებზე...70-იანების პროგ სცენიდან, დღემდე შემორჩა უამრავი გამოუქვეყნებელი მასალა, რასაც ახლა პერიოდულად გამოსცემენ ხოლმე ხმის ჩამწერი სტუდიები...

Chapman Stick
EMS Synthi
Sunday, December 23, 2012
პროგ როკი
პროგრესული როკი (შემოკლებით პროგ როკი) არის როკ მუსიკის განხრა, რომელიც აღმოცენდა, გასული საუკუნის 60-70იანი წლების მიჯნაზე, როგორც ბრიტანული მცდელობა, დაეპყრო როკ მუსიკას, ახალი მწვერვალები...
პროგრესივ როკ ბენდებმა გააფართოვეს როკ მუსიკის ინსტრუმენტალური და ესტეტიკური შესაძლებლობები...ამ მუსიკაში გაერთიანდა, სრული ჰარმონიით, დასავლური მუსიკა (ჯაზი, კლასიკა, ემბიენტი), აღმოსავლური მისტიკა და მსოფლიო ხალხთა მუსიკა....პროგ ბენდები ხშირად ალბომის ფორმატს, იყენებენ რაიმე კონცეპტუალურის, ეპიკურის გადმოსაცემად...მაგალითად: გერმანული ჯგუფის "ელოი"-ს 1977 წლის ალბომი "ოკეანე" მოგვითხრობს, მითიური ქალაქის, ატლანტიდის განადგურების შესახებ...
პროგრესივ როკის პირველწყარო, ალბათ უფრო მაინც ფსიქოდელიური როკია, რომელიც თითქმის გაქრა და სრულიად შეერწყა პროგს, 70-იანების შუა ხანებში...ტერმინი "პროგრესივ როკი" კი ისეთი ჯგუფების მოღვაწობის პერიოდში დამკვიდრდა როგორებიცაა: იესი (Yes), ფინქ ფლოიდი (Pink floyd), ჯენესისი (Genesis) და კინგ ქრიმსონი (King crimson).
პროგ როკის "ოქროს ხანად" 1970-1975 წლები ითვლება...თუმცა იგი დღესაც მზარდი და მოთხოვნადია...დასასრულს კი გთავაზობთ, რამოდენიმე ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს ამ ჟანრის ტრადიციები...

Thursday, December 13, 2012
შესავალი
მე თორნიკე თევზაძე ფრიად მოხარული ვარ, რომ დავიბადე საქართველოში...შევეცდები ვიყო თქვენი მეგზური პროგრესივ როკ მუსიკაში, საქართველოში.
Subscribe to:
Comments (Atom)