Sunday, December 23, 2012

პროგ როკი

       პროგრესული როკი (შემოკლებით პროგ როკი) არის როკ მუსიკის განხრა, რომელიც აღმოცენდა, გასული საუკუნის 60-70იანი წლების მიჯნაზე, როგორც ბრიტანული მცდელობა, დაეპყრო როკ მუსიკას, ახალი მწვერვალები...
       პროგრესივ როკ ბენდებმა გააფართოვეს როკ მუსიკის ინსტრუმენტალური და ესტეტიკური შესაძლებლობები...ამ მუსიკაში გაერთიანდა, სრული ჰარმონიით, დასავლური მუსიკა (ჯაზი, კლასიკა, ემბიენტი), აღმოსავლური მისტიკა და მსოფლიო ხალხთა მუსიკა....პროგ ბენდები ხშირად ალბომის ფორმატს, იყენებენ რაიმე კონცეპტუალურის, ეპიკურის გადმოსაცემად...მაგალითად: გერმანული ჯგუფის "ელოი"-ს 1977 წლის ალბომი "ოკეანე" მოგვითხრობს, მითიური ქალაქის, ატლანტიდის განადგურების შესახებ...
      პროგრესივ როკის პირველწყარო, ალბათ უფრო მაინც ფსიქოდელიური როკია, რომელიც თითქმის გაქრა და სრულიად შეერწყა პროგს, 70-იანების შუა ხანებში...ტერმინი "პროგრესივ როკი" კი ისეთი ჯგუფების მოღვაწობის პერიოდში დამკვიდრდა როგორებიცაა: იესი (Yes), ფინქ ფლოიდი (Pink floyd), ჯენესისი (Genesis) და კინგ ქრიმსონი (King crimson).
       პროგ როკის "ოქროს ხანად" 1970-1975 წლები ითვლება...თუმცა იგი დღესაც მზარდი და მოთხოვნადია...დასასრულს კი გთავაზობთ, რამოდენიმე ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს ამ ჟანრის ტრადიციები...

                                       http://www.youtube.com/watch?v=AYMyxTFwuz8

                                              


                                           http://www.youtube.com/watch?v=69eEpI15M-M



                                         http://www.youtube.com/watch?v=IaYsgjn82GA

No comments:

Post a Comment