Tuesday, December 25, 2012

პროგრესივ როკის მახასიათებლები (არამუსიკალური)-ნაწილი II

        პროგ როკისთვის დამახასიათებელია, ისეთივე ლირიკული ამბიციები, როგორიც მუსიკალური ამბიციები გააჩნია...იგი თავს არიდებს ისეთ პოპ/როკ თემებს როგორიცაა სიყვარული, ზიზღი ან თუნდაც ცეკვა...პროგრესივ როკში, ლირიკა ხშირ შემთხვევაში იქმნება, რაიმე ლიტერატურული, სოციალური ან სურეალისტური თემის საფუძველზე...ხშირია სამეცნიერო ფანტასიკის ტიპის ტექსტები...მაგალითად, ჯგუფ ჯენესის ლიდერი და ვოკალისტი, პიტერ გებრიელი ქმნიდა სურეალისტურ, სარკაზმით გაჟღენთილ ტექსტებს, სადაც ვხვდებით რამოდენიმე ხასიათის ტიპს, მაშინ როდესაც ჯგუფ პინკ ფლოიდის, ლიდერი და ბასისტ/ვოკალისტი, როჯერ უოტერსი, ტექსტებში ეხებოდა სოციალურ თემებს., როგორებიცაა ომი, დეპრესია და სიხარბე...
             სცენური დადგმების მხრივ ეს ჟანრი პიონერი იყო როკ მუსიკაში...თეატრალური დადგმები დამახასიათებელი იყო ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებიც იყვნენ: პინკ ფლოიდი, ჟენესისი, იესი, ოსანა და სხვა...ხშირად ამ ბენდების გამოსვლები, თეატრალურ სანახაობას ემსგავსებოდა...
           

                                                             როჯერ უოტერსი სცენაზე   
                       
                                                          პიტერ გებრიელი სცენაზე

                                                          არტურ ბრაუნი სცენაზე                                                                    






                                                   

No comments:

Post a Comment